მთავარი

,,თუ  დღეს  ვასწავლით  ჩვენ  მოსწავლეებს  გუშინდელი მეთოდებით,

  .  . ვუპარავთ მათ ხვალინდელ დღეს"


მიზანი:

·         ინფორმირებული, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე, ეთიკური და კანონმორჩილი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას, მართვას, დამუშავებას, შეფასებას, ანალიზს და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას;
·         ციფრული წიგნიერების პოპულარიზაცია, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
·         ისტ-ით დაინტერესებულმა ყველა პირმა შეეძლოს ტექნოლოგიებთან დაკავშირებული, ერთად თავმოყრილი და დახარისხებული საგანმანათლებლო ინფორმაციასთან წვდომა
·         პრაქტიკის გაზიარება სხვა პედაგოგებისათვის
·        მშობელთა ინფორმირებულობა ისტ-თან დაკავშირებული საკითხებით.

საგანმანათლებლო ტექნოლოგია

დღესდღეობით, ისე როგორც არასდროს, ფასდაუდებელია საგანმანათლებლო ტექნოლოგიების როლი სასწავლო პროცესში, რადგან იგი შესაძლებლობას აძლევს პედაგოგებს,  სწავლების სხვადასხვა მეთოდთან ტექნოლოგიების ინტეგრირებით  უფრო მეტ შედეგს მიაღწიონ.


ციფრული მოქალაქეობა

ციფრული ტექნოლოგია ჩვენი მოსწავლეების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება კი მათი სტიქიაა. მაგრამ განა ყოველთვის ვასწავლით მათ, თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სწორად? სწორედ აქ შემოდის ასპარეზზე “ციფრული მოქალაქის“ ცნება.
აუცილებელია, მოსწავლეებს ციფრული სამყაროს წესები ვასწავლოთ და ისინი უსაფრთხო და პასუხისმგებლობის მქონე ციფრულ მოქალაქეებად გავზარდოთ.
აუცილებელია ციფრული მოქალაქეობის ცხრა ელემენტის გაცნობა: ხელმისაწვდომობა, კომერცია, კომუნიკაცია, წიგნიერება, ეტიკეტი, სამართალი, უფლებები და პასუხისმგებლობა, ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრება, უსაფრთხოება მნიშვნელოვანი თემებია არა მხოლოდ ისტ-საგნის სასწავლო გეგმაში, არამედ ინტეგრირებულია სხვა დისციპლინების სასწავლო პროგრამებშიც.